Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 76

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 76. კრედიტორთა კომიტეტი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024
თემები:გადახდისუუნარობის საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617

1.კრედიტორთა კრება უფლებამოსილია კრედიტორთა უფლებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით აირჩიოს კრედიტორთა კომიტეტი.

2.კრედიტორთა კომიტეტის არჩევა სავალდებულოა, თუ მოვალეს ჰყავს არანაკლებ 50 კრედიტორი და მოვალის  ბოლო სამეურნეო წლის მაჩვენებლები შემდეგი 2 კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს: ა) მისი აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს აღემატება; ბ) მისი წლიური შემოსავალი 20 მილიონ ლარს აღემატება.

3.კრედიტორთა კომიტეტის არჩევის შეთავაზება უნდა განახორციელოს კრედიტორთა კრების თავმჯდომარემ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შემდეგ მოწვეულ კრედიტორთა პირველ კრებაზე. კრედიტორთა კომიტეტის წევრად არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც შესაბამისი კრედიტორების ყველაზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს.

4.კრედიტორთა კომიტეტი 3 წევრისგან შედგება. კრედიტორთა კომიტეტის 1 წევრს ირჩევენ უზრუნველყოფილი კრედიტორები, ხოლო 2 წევრს − არაუზრუნველყოფილი კრედიტორები.

5.კრედიტორთა კომიტეტი საქმიანობას მიუკერძოებლად ახორციელებს. კრედიტორთა კომიტეტის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებისგან განსხვავებული, კერძო ინტერესები.

6.კრედიტორთა კომიტეტის წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნენ შემდეგი პირები: ა) მოვალის წილის არანაკლებ 25 პროცენტის ან შესაბამისი აქციების მესაკუთრეები, აგრეთვე წილის მესაკუთრეები ან აქციონერები, რომლებიც მოვალის მართვაში მონაწილეობენ ან შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მის მართვაზე; ბ) მოვალის მართვასთან ან/და მოვალის  წილის არანაკლებ 25 პროცენტის ან შესაბამისი აქციების მესაკუთრეებთან ან მოვალესთან დაკავშირებული პირები; გ) კრედიტორები, რომლებიც იმავდროულად მოვალის კონკურენტები არიან, და მათთან დაკავშირებული პირები.

7.კრედიტორთა კომიტეტი გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას  ამ კომიტეტის არანაკლებ 2 წევრი ესწრება.

8.კრედიტორთა კომიტეტი თავის წევრთა უმრავლესობით საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც წარმართავს მის სხდომას.

9.კრედიტორთა კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით. ხმის მიცემის პროცედურის დროს კრედიტორთა კომიტეტის წევრს არ აქვს უფლება, თავი შეიკავოს პოზიციის გამოხატვისგან. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარის ხმა.

10.კრედიტორთა კომიტეტი უფლებამოსილია: ა) რეაბილიტაციის მმართველს, მართვაში მყოფ მოვალეს, რეაბილიტაციის ზედამხედველს მოსთხოვოს: ა.ა) რეაბილიტაციის მმართველის, მართვაში მყოფი მოვალის, რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა; ა.ბ) მოვალის მიმდინარე საქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, აგრეთვე გაეცნოს ფულადი სახსრების მიმოქცევის დამადასტურებელ დოკუმენტებს; ა.გ) კრედიტორთა კომიტეტის სხდომაზე დასწრება. ამ სხდომაზე დასასწრები მოსაწვევი შესაბამის პირს უნდა გაეგზავნოს სხდომის თარიღამდე არაუგვიანეს 7 დღისა; ბ) მონაწილეობა მიიღოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადებაში, აგრეთვე მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმაში შესატანი ცვლილებების პროექტი; გ) მოამზადოს რეკომენდაციები კრედიტორთა კრების დღის წესრიგში შეტანილ საკითხებზე; დ) სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ახალი რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.

11.კრედიტორთა კომიტეტის წევრმა შეიძლება გამოითხოვოს მხოლოდ მისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი, შესაბამისი ინფორმაცია.

12.კრედიტორთა კომიტეტი ვალდებულია: ა) რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების მიზნით აქტიურად ითანამშრომლოს რეაბილიტაციის მმართველთან, მართვაში მყოფ მოვალესთან, რეაბილიტაციის ზედამხედველთან; ბ) კრედიტორთა კომიტეტის საქმიანობისა და მისი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სხვა კრედიტორებს; გ) ცალკეულ საკითხებზე კონსულტაციები გაიაროს სხვა კრედიტორებთან და მათგან მოსაზრებები და შენიშვნები მიიღოს.

13.კრედიტორთა კომიტეტის წევრის საქმიანობის ანაზღაურების საკითხს კრედიტორთა კრების მიერ კრედიტორთა კომიტეტის არჩევიდან არაუგვიანეს 5 დღისა წყვეტს სასამართლო. კრედიტორთა კომიტეტის წევრის საქმიანობის ანაზღაურების ოდენობა შეიძლება განისაზღვროს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებში მონაწილეობისთვის დახარჯული დროის შესაბამისად. კრედიტორთა კომიტეტის წევრის საქმიანობის ანაზღაურების ჯამური ოდენობა მმართველისთვის განსაზღვრული ანაზღაურების 20 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. სასამართლო უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში გაზარდოს აღნიშნული ანაზღაურება.

14.კრედიტორთა კომიტეტის წევრების საქმიანობის ანაზღაურების, აგრეთვე კრედიტორთა კომიტეტის სხდომების მოწვევასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა გადახდისუუნარობის მასიდან ხორციელდება.

15.კრედიტორთა კომიტეტი ვალდებულია მის საქმიანობასთან დაკავშირებით მოსალოდნელი ხარჯების ოდენობა წინასწარ შეუთანხმოს სასამართლოს.

16.კრედიტორთა კომიტეტის წევრი შეიძლება გამოწვეულ იქნეს კრედიტორთა კომიტეტიდან, თუ გამოვლინდება მისი არაკეთილსინდისიერება, დაუდევრობა, შესაფერისი უნარების ნაკლებობა, არაკომპეტენტურობა, არაეფექტიანობა, ინტერესთა კონფლიქტი, მის მიმართ ნდობის ნაკლებობა ან მის მიერ ამ კანონის 77-ე მუხლით დადგენილი წესების დარღვევა. კრედიტორთა კომიტეტის წევრის გამოწვევა ხდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება შესაბამისი პირის აღნიშნული კომიტეტის წევრად არჩევის შემდეგ წარმოიშვა ან გამოვლინდა. კრედიტორთა კომიტეტის წევრის გამოწვევის საკითხის დასმა შეუძლია კრედიტორთა კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, აგრეთვე სასამართლოს საკუთარი ინიციატივით. აღნიშნული საკითხი შეიძლება დაისვას კრედიტორთა ნებისმიერი კრების მიმდინარეობისას ან სასამართლოსთვის მიმართვის წარდგენით. ეს მიმართვა განიხილება კრედიტორთა უახლოეს კრებაზე, მაგრამ მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. თუ კრედიტორთა კრების ამ ვადაში ჩატარება დაგეგმილი არ არის, სასამართლო ვალდებულია აღნიშნულ საკითხზე საგანგებოდ მოიწვიოს კრედიტორთა კრება და უზრუნველყოს მისი ჩატარება. კრედიტორთა კომიტეტის წევრის გამოწვევისა და მის  ჩასანაცვლებლად ახალი წევრის არჩევის საკითხს წყვეტენ იმ ჯგუფის კრედიტორები, რომლებმაც გამოსაწვევი წევრი აირჩიეს. კრედიტორთა კომიტეტის წევრი გამოწვეულად მიიჩნევა, თუ მის გამოწვევას მხარს დაუჭერს  აღნიშნული ჯგუფის კრედიტორთა ნახევარზე მეტი. კრედიტორთა კრებამ კრედიტორთა კომიტეტის წევრის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლით დადგენილი წესით კრედიტორთა კომიტეტის ახალი წევრის არჩევის შესახებ.

17.თუ, ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კრედიტორთა კრება არ მიიღებს გადაწყვეტილებას კრედიტორთა კომიტეტის წევრის გამოწვევის შესახებ, სასამართლო უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება კრედიტორთა კომიტეტის წევრის გამოწვევის შესახებ. ამ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს კრედიტორთა კომიტეტის ახალი წევრის ასარჩევად კრედიტორთა კრების 15 დღის ვადაში მოწვევა.

წინა მუხლი 75შემდეგი მუხლი 77

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრედიტორის უფლებები გაკოტრებისას1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-27 · №4

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 77

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 35კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება
  • 13კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესები
  • 77კრედიტორთა კომიტეტის წევრების პასუხისმგებლობა

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 10საკრედიტო კომიტეტი
  • 7საერთო კრება
  • 8სამეთვალყურეო საბჭო

მეწარმეთა შესახებ

  • 247წარმომადგენელთა კრება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 18კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 7შესაფერისობის კრიტერიუმები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 14სამეთვალყურეო საბჭო

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 65აკრედიტაციის კომისია

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 19აკრედიტაციის ჩატარება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107865187141977351324776
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…არასაბანკო სადეპოზიტო …მეწარმეთა შესახებსააღსრულებო წარმოებათა…მიკროსაფინანსო ორგანიზ…კომერციული ბანკების სა…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო