Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 48

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 48. გენერალური სავაჭრო მინდობილობა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ინდივიდუალური მეწარმის, სამეწარმეო საზოგადოების შემთხვევაში − საერთო კრების, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს შეუძლიათ წერილობით გასცენ გენერალური სავაჭრო მინდობილობა. გენერალური სავაჭრო მინდობილობა შეიძლება ორ ან ორზე მეტ პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი ცალ-ცალკე ან ერთად წარმოადგენენ მეწარმეს (საერთო გენერალური სავაჭრო მინდობილობა).

2.გენერალური სავაჭრო მინდობილობის მფლობელი პირი რეესტრში რეგისტრირებული უნდა იყოს.

3.გენერალური სავაჭრო მინდობილობა გენერალურ სავაჭრო წარმომადგენელს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ მან სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში განახორციელოს ყველა საქმიანობა და სამართლებრივი მოქმედება, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოს ფუნქციონირებასთან, გარდა უძრავი ქონების გასხვისებისა და ვალდებულებებით დატვირთვის უფლებამოსილებებისა. უძრავი ქონების გასხვისების ან ვალდებულებებით დატვირთვის უფლებამოსილება გენერალურ სავაჭრო წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ის მას სპეციალურად მიეცემა.

4.კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მესამე პირისთვის გენერალური სავაჭრო მინდობილობის ფარგლების შეზღუდვა ბათილია. გენერალური სავაჭრო მინდობილობის ერთი ან რამდენიმე ფილიალით შემოფარგვლას მესამე პირისთვის მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როდესაც ფილიალები სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით იმართება.

5.გენერალური სავაჭრო წარმომადგენელი ხელმოწერისას საფირმო სახელწოდებას დაურთავს თავის სახელსა და გვარს და გენერალური სავაჭრო მინდობილობის აღმნიშვნელ დამატებას.

6.გენერალური სავაჭრო მინდობილობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს იმავე მინდობილობით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხელყოფის გარეშე.

7.გენერალური სავაჭრო მინდობილობის გადაცემა დაუშვებელია.

8.მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება იწვევს გენერალური სავაჭრო მინდობილობის შეწყვეტას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 47შემდეგი მუხლი 49

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ნოე. 2025 · №13

  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 41

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 91ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება
  • 42სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება
  • 5სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁴განცხადება პირის დანიშვნის შესახებ
  • 96წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 59საერთო გარანტია

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 24¹სპეციალური სავაჭრო კომპანია

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 23¹ზოგადი მოთხოვნები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37სპეციალური მმართველი
  • 2კანონის მოქმედების სფერო

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9¹სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გამცემი ორგანო და მათი გაცემის საფუძველი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 35არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23¹9¹309²⁴963537224¹59419142548
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026