1.პირი შეიძლება იყოს ერთდროულად რამდენიმე საბროკერო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ან თანამშრომელი. მან ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა აცნობოს და ეს ინფორმაცია საჯარო უნდა გახადოს.
2.ბირჟის , რეგისტრატორის ან ცენტრალური დეპოზიტარის ის თანამშრომელი , რომელსაც ხელი მიუწვდება კონფიდენციალურ ინფორმაციაზე , არ შეიძლება იმავდროულად იყოს საბროკერო კომპანიის თანამშრომელი .
3.ამ კანონით ნებადართულია კომერციული ბანკების მონაწილეობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უშუალოდ ან მათი შვილობილი საწარმოების ( საბროკერო კომპანიების ) მეშვეობით , „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -10 მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად . 3 1 . „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მიკრობანკს უფლება აქვს, საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით განახორციელოს საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
4.საბროკერო კომპანიებმა არ უნდა განახორციელონ საქმიანობა, რომელიც ამ კანონის 23-ე მუხლით არ არის გათვალისწინებული, გარდა სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ზემოაღნიშნულ საქმიანობაში მონაწილეობისა, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდის ინიციირების მომსახურების ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურებისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევისა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლისა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემის ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვისა, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა და დამხმარე საქმიანობისა, რომელიც საჭიროა ძირითადი საქმიანობის განსახორციელებლად.
5.საწარმო , რომელიც არ არის კომერციული ბანკი და რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მხოლოდ სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან ამ კანონის 23- ე მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში , ექვემდებარება რეგულირებას ამ კანონის შესაბამისად .
6.საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ამ კანონის 23-ე მუხლში ჩამოთვლილი საქმიანობები, რომელთა განხორციელებისას პირს არ მოეთხოვება, იყოს საბროკერო კომპანია ან ჰქონდეს ლიცენზია, თუ ამ პირის საქმიანობა შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება.
7.საბროკერო კომპანია ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების შესაბამისად. საბროკერო კომპანიამ თავისი მომსახურების მომხმარებელთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემოწმებისას უნდა იცოდეს თავისი მომსახურების მომხმარებლის ვინაობა, საქმიანობა და ამ საქმიანობის რისკის დონე. საბროკერო კომპანია აგრეთვე ვალდებულია, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, განსაზღვროს კლიენტის საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის შესახებ. იგი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს და მოითხოვოს სხვა, დამატებითი ინფორმაცია. 7 1 . თუ საბროკერო კომპანია არის „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი, იგი ვალდებულია აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები განახორციელოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად. 7 2 . საბროკერო კომპანიას უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე. ამასთანავე, საბროკერო კომპანია უფლებამოსილია პირს ანგარიშის გახსნაზე უარი უთხრას ან არსებული ანგარიში დაუხუროს, თუ პირი უარს აცხადებს საბროკერო კომპანიისთვის „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე.
8.პირებს , რომლებსაც არ აქვთ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია , უფლება არა აქვთ , საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ საფირმო სახელწოდება სიტყვებით „ ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანია “ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია , რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს . საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4460 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5230 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1794 - ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1801 - ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2139 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2607 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.


