1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონით მისთვის მინიჭებული სარეზოლუციო უფლებამოსილებები უშუალოდ განახორციელოს ან დანიშნოს ერთი ან რამდენიმე სპეციალური მმართველი. სპეციალურ მმართველად შეიძლება დაინიშნოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი. სპეციალური მმართველი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.
2.ეროვნული ბანკი განსაზღვრავს სპეციალური მმართველის უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას, რომელთა ფარგლებშიც სპეციალურ მმართველს შეუძლია განახორციელოს კომერციული ბანკის სრული კონტროლი და მასზე შეიძლება გადავიდეს კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.
3.კომერციული ბანკის სპეციალური მმართველი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების/გარიგების და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან დაკავშირებული ქმედების/გარიგების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს სპეციალური მმართველის დანიშვნის თარიღამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა.
4.სპეციალური მმართველი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ინსტრუქციებისა და მითითებების ფარგლებში. სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებულია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინაშე. სპეციალური მმართველი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით და დადგენილ ვადაში, რეგულარულად ან/და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ეროვნულ ბანკს თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
5.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს სპეციალური მმართველი და სპეციალურ მმართველად დანიშნოს სხვა პირი თავის მიერ დადგენილი წესით. სპეციალური მმართველის პასუხისმგებლობა და ინტერესთა კონფლიქტის საკითხები რეგულირდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. სპეციალური მმართველი იღებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ შრომის ანაზღაურებას. ყველა ხარჯს, მათ შორის, სპეციალური მმართველის შრომის ანაზღაურებას, რომელიც წარმოიშობა სპეციალური მმართველის მიერ თავისი საქმიანობის განხორციელებისას, აანაზღაურებს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი.
6.თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდება და დაიწყება მისი ლიკვიდაციის პროცესი, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სპეციალური მმართველი შეიძლება კომერციული ბანკის ლიკვიდატორად დაინიშნოს. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2787 - სსმ I, №8 24.03.2006 წ., მუხ.59 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2830 - სსმ I, №19 13.04.2010 წ., მუხ.104 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6306 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №853 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5682 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2115 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.


