ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

მუხლი 13. ქარსაფარი ზოლის დაცვა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 18 მარ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ქარსაფარი ზოლის დაცვის ღონისძიებები მოიცავს მისი ფიზიკური დაცვის ღონისძიებებსა და ბიოლოგიური დაცვის ღონისძიებებს. ქარსაფარი ზოლის ფიზიკური დაცვა გულისხმობს მის დაცვას ხანძრისგან, უკანონო ჭრისგან, ძოვებისა და ნებისმიერი სხვა ქმედებისგან, რომელიც ზიანს აყენებს მერქნიან მცენარეებს (ხეებს). ქარსაფარი ზოლის ბიოლოგიური დაცვის განხორციელებისას ხდება მერქნიანი მცენარეების (ხეების) მავნებელ დაავადებათაგან, სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა უარყოფითი (მათ შორის, ანთროპოგენური) ზემოქმედებისგან დაცვა.

2.ქარსაფარ ზოლში არსებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) ბიოლოგიური დაცვა ხორციელდება გამწვანებული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების, აგრეთვე მისი მიმდებარე ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ინტერესების გათვალისწინებით და მოიცავს როგორც სამეურნეო, ბიოლოგიურ, ქიმიურ და მექანიკურ მეთოდებს, ისე მერქნიანი მცენარეების (ხეების) უარყოფითი ზემოქმედებისგან დაცვის სხვა ღონისძიებებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 მარ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20353964²445312²711210313
მნიშვნელობით ახლოსქარსაფარი (მინდორდაცვი…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ტყის კოდექ…გარემოს დაცვის შესახებკულტურული მემკვიდრეობი…კურორტებისა და საკურორ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა