ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ქარსაფარი ზოლი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე ხელოვნურად გაშენებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) მწკრივი, რომლის მიზანია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფა და ამ კულტურების გაბატონებული ქარებისგან დაცვა; ბ) ნიადაგის ეროზია − ბუნებრივი ან ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ნიადაგური მასის რღვევა, დაშლა, გადატანა, ჩამორეცხვა; გ) ნიადაგის ქარისმიერი ეროზია − ქარის ზემოქმედებით გამოწვეული ნიადაგის ეროზია; დ) გაბატონებული ქარები − ქვეყნის სხვადასხვა მხარეში გარკვეული მიმართულებით მოძრავი ატმოსფერული ჰაერის მასები (ქარები), რომლებიც წლის განმავლობაში სხვა მიმართულებით მოძრავ ატმოსფერული ჰაერის მასებთან (ქარებთან) შედარებით მეტად არის გავრცელებული და რომელთა გადაადგილების სიჩქარე მეტია; ე) შედარებით სუსტი ქარი − ატმოსფერული ჰაერის მასა (ქარი), რომლის გადაადგილების საშუალო წლიური სიჩქარე 2 მ/წმ-დან 5 მ/წმ-მდეა; ვ) ზომიერად ძლიერი ქარი − ატმოსფერული ჰაერის მასა (ქარი), რომლის გადაადგილების საშუალო წლიური სიჩქარე 5 მ/წმ-დან 9,9 მ/წმ-მდეა; ზ) ძლიერი (გრიგალისებური) ქარი − ატმოსფერული ჰაერის მასა (ქარი), რომლის გადაადგილების საშუალო წლიური სიჩქარე 9,9 მ/წმ-ზე მეტია. თავი II. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭება და შეწყვეტა. ქარსაფარი ზოლის აღრიცხვა
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 19 მარ. 2025 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

