საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 71. ტყის დაცვის ღონისძიებები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ტყის დაცვა ხორციელდება ტყის ბიომრავალფეროვნებისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით. იგი გულისხმობს ტყის შესანარჩუნებლად სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებას, ბიოლოგიური, ქიმიური და მექანიკური მეთოდების გამოყენებას, აგრეთვე განადგურებისგან, დაზიანებისგან, დაბინძურებისა და სხვა უარყოფითი ზემოქმედებისგან ტყის დაცვის ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა ღონისძიებების განხორციელებას.

2.ტყის დაცვის ქიმიური საშუალებები გამოიყენება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესების დაცვით.

3.ტყის დაცვის ღონისძიებებია: ა) ტყის მავნებელ-დაავადებების გავრცელების საშიშროების გათვალისწინებით ტყის ზონირება (სუსტი, საშუალო და მაღალი რისკების ზონებად დაყოფა); ბ) ტყის პათოლოგიური გამოკვლევა და მონიტორინგი; გ) ტყის პათოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ტყის მავნებელ-დაავადებების გავრცელებისგან ტყის დაცვა ბიოლოგიური, ქიმიური და მექანიკური მეთოდებით/საშუალებებით; დ) ტყის მავნებელ-დაავადებათა ახალი კერების გავრცელების აღკვეთის მიზნით მოჭრილი დაავადებული, ბიოლოგიურად ან მექანიკურად დაუმუშავებელი ხეების ტყიდან გატანის აკრძალვა; ე) ტყის ხანძრისგან დაცვა; ვ) უკანონო ტყითსარგებლობისა და ტყის რესურსების დატაცების პრევენცია და აღკვეთა; ზ) განსაკუთრებული მდგომარეობით გამოწვეული სხვა აუცილებელი ღონისძიებები.

4.ტყის დაცვის ღონისძიებები ტყის მართვის გეგმის ნაწილია.

5.თუ ხეტყეს ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირი ამზადებს, ტყის მართვის ორგანო ვალდებულია განახორციელოს ამ პროცესის კონტროლი, რაც მოიცავს ადამიანური რესურსების, ტექნიკური საშუალებებისა და კონტროლის განხორციელების სხვა მექანიზმების გამოყენებას, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით. აღნიშნული კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
251267452215357078721371
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…საქართველოს „წითელი ნუ…ნიადაგის დაცვის შესახე…საქართველოს ადმინისტრა…სატყეო მეურნეობის მართ…ქარსაფარი (მინდორდაცვი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა