ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 10¹. სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის საკრედიტო ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 24 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მომხმარებელს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უფლება აქვს უარი თქვას სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის საკრედიტო ხელშეკრულებაზე მისი გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება არ ვრცელდება ისეთ კრედიტებზე, რომლებიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით ან/და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური გირავნობით. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება აგრეთვე არ ვრცელდება ისეთ კრედიტებზე, რომლებიც უზრუნველყოფილია არამატერიალური ქონებრივი სიკეთით/მოძრავი ქონებით, გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან/და ძვირფასი ლითონებით ან/და ძვირფასი ქვებით უზრუნველყოფილი კრედიტებისა. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების ვადის ათვლა იწყება: ა) საკრედიტო ხელშეკრულების დადებიდან; ბ) მომხმარებლის მიერ, ამ წესის შესაბამისად, ხელშეკრულების მიღებიდან, თუ ხელშეკრულებას მომხმარებელი მისი დადების შემდეგ იღებს.

2.თუ მომხმარებელი იყენებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, მან: ა) ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ 1 “ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე, მატერიალურად ან სხვა სანდო საშუალებით უნდა შეატყობინოს ფინანსურ ორგანიზაციას. ვადა დაცულად ითვლება, თუ აღნიშნული შეტყობინება გაგზავნილია მატერიალურად ან სხვა სანდო საშუალებით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე; ბ) ფინანსურ ორგანიზაციას უნდა გადაუხადოს კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხა და ამ თანხაზე კრედიტით სარგებლობის პერიოდის განმავლობაში დარიცხული და გადაუხდელი პროცენტი, ფინანსური ორგანიზაციისთვის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა. კრედიტზე დარიცხული პროცენტი იანგარიშება ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით. ფინანსურ ორგანიზაციას უფლება არ აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მომხმარებლისგან მიიღოს რაიმე სახის სხვა კომპენსაცია, გარდა ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა ან/და სანოტარო ხარჯისა.

3.მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად შესრულების შემდეგ.

4.მომხმარებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ასევე უქმდება მასთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ფინანსურ ორგანიზაციასთან ან მესამე მხარესთან ფინანსური ორგანიზაციასა და მესამე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამ შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ როგორც მომხმარებელს, ასევე, მესამე მხარეს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დაკავშირებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

5.ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება როგორც მატერიალურად, ასევე დისტანციურად გაფორმებულ სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის საკრედიტო ხელშეკრულებებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის ბრძანება №131/04 - ვებგვერდი, 31.05.2024წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15268714055415971413154210¹
მნიშვნელობით ახლოსმომხმარებლის უფლებების…საქართველოს სამოქალაქო…ტურიზმის შესახებფინანსური ორგანიზაციებ…რეაბილიტაციისა და კრედ…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა