ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირის მიმართ, რომელიც 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში სასჯელის სახით შეფარდებული ვადიანი ან უვადო თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და პენიტენციური დაწესებულებიდან სასჯელის სრულად მოხდის გამო გათავისუფლდა, თუმცა 2021 წლის 30 აგვისტოს შემდეგ, ამ კანონის ამოქმედებამდე კვლავ შეეფარდა ვადიანი ან უვადო თავისუფლების აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენისთვის.
მუხლი 13
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1
- საკასაციო არსებითი (T2)
უვადო თავისუფლების აღკვეთა და შეწყალება
საკასაციო სასამართლომ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა ამნისტიით სასჯელის შემცირება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის შეწყალების განკარგულებით უვადოდ მსჯავრდებულის გათავისუფლების თარიღი განჭვრეტადი გახდა. სასამართლომ 2012 წლის ამნისტიის კანონის საფუძველზე შეწყალების თარიღიდან გათავისუფლებამდე მოსახდელი ვადა ერთი მესამედით შეამცირა. მან საჩივარი დააკმაყოფილა, გათავისუფლების თარიღად 2022 წლის 18 ივნისი განსაზღვრა და მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება დაადგინა.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

