“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 129

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.წვრილმანი გზავნილებით, მათ შორის უნივერსალურ კონტეინერებში ტვირთი გადაიზიდება ამგვარი გზავნილების მიღება-გასაცემად აღჭურვილ სადგურებს შორის.

2.აკრძალულია ერთ ვაგონში იმ წვრილმანი გზავნილის განთავსება, რომელიც იგზავნება ერთი სარკინიგზო კვანძის სხვად ა სხვა სადგურში.

3.ტვირთი წვრილმანი გზავნილებით იგზავნება ნაკრებ ვაგონებში ან კონტეინერებში: ა ) რამდენიმე ტვირთგამგზავნის მიერ ერთი სადგურის დანიშნულებით დატვირთული , სვლის გზაზე დახარისხების გარეშე ( პირდაპირი ნაკრები ვაგონები , კონტეინერები ); ბ ) ერთი ან რამდენიმე ტვირთგამგზავნის მიერ სხვადასხვა სადგურის დანიშნულებით დატვირთული , სვლის გზაზე დახარისხებით ( გადასატვირთი ნაკრები ვაგონები ); გ) ნაკრებსექციებიან ვაგონებში ან ბაქნებზე დამაგრებულ კონტეინერებში, რომლებიც მოძრაობენ მომიჯნავე ტვირთმახარისხებელი სადგურებით შემოფარგლულ უბნებზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
171415116137152140129
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა