“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 137

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ნაკრები ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვისას საერთო სარგებლობის ადგილებში, სადგურის უფლებამოსილი მუშაკი თვალს ადევნებს წვრილმანი გზავნილებით წარმოდგენილი ტვირთის სწორ განთავსებას.

2.წვრილმანი გზავნილი, რომელიც გაივლის მახარისხებელ სადგურს, დახურულ ვაგონებში უნდა განთავსდეს ერთ-ერთ ტორსულ კედელთან, რათა ტვირთის დახარისხების დროს შესაძლებელი იყოს მისი ამ გაგზავნისადმი კუთვნილების შემოწმება. სხვადასხვაგვარ შეფუთვაში მოთავსებული ან შეუფუთავი ტვირთი უნდა განლაგდეს ისე, რომ ერთობლივი გადაზიდვისას გამოირიცხოს მისი დაზიანება.

3.წვრილმანი გზავნილების ჩატვირთვისას რეკვიზიტების დაყენებასა და მოხსნას, აგრეთვე ვაგონების (კონტეინერების) ბორტების, ლუკებისა და კარებების გახსნა-დახურვას ახორციელებს რკინიგზა.

4.თუ წვრილმანი გზავნილები გადაიზიდება ღია მოძრავ შემადგენლობაზე, ტვირთი ვაგონში იმგვარად უნდა განთავსდეს, რომ ცალკეული გზავნილების გადმოტვირთვისას გზად მდებარე სადგურებში საჭირო არ გახდეს დანარჩენი ტვირთის გადაადგილება. ტვირთი უნდა იყოს დამაგრებული ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის დამაგრებისა და განთავსების ტექნიკური პირობების შესაბამისად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2014171401411369 (და…137
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა