1.გაგზავნის სადგურში წვრილმანი გზავნილების დაჯგუფების პირობები განისაზღვრება დახურულ ვაგონსა და ღია მოძრავ შემადგენლობაზე წვრილმანი გზავნილების ფორმირების საქსელო და საგზაო გეგმებით . წვრილმანი გზავნილები იმგვარად უნდა დაჯგუფდეს , რომ უზრუნველყოფილ იქნეს რაც შეიძლება მეტი ნაკრები ვაგონის ( კონტეინერის ) ფორმირება .
2.წვრილმანი გზავნილებით სხვადასხვა დანიშნულების სადგურში გადასაზიდი ტვირთი ნაკრები დახურული ვაგონებიდან გადმოიტვირთება საერთო სარგებლობის ადგილებში.
3.წვრილმანი გზავნილებით მიტანილი ტვირთის გადმოსატვირთად სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ვაგონის (კონტეინერის) გახსნის წინ ამოწმებს საკეტ-საპლომბი მოწყობილობის სისწორეს და ხსნის მას.
4.თითოეული მცირე გზავნილის გადმოტვირთვა ხორციელდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის თანდასწრებით, რომელიც ამოწმებს ტარას და/ან შეფუთვას, ასევე გადმოსატვირთი ტვირთის შესაბამისობას სავაგონო ფურცლისა და ზედნადების მონაცემებთან.

