“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 166

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სარკინიგზო ბაქანსა ან ნახევარვაგონზე განლაგებულ თითოეულ სპეციალურ კონტეინერზე ტვირთგამგზავნი ვალდებულია, შეავსოს გუ-29კ ფორმის ზედნადები, ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესის შესაბამისად.

2.ზედნადების თითოეულ ბლანკზე , გრაფაში „ გაგზავნის ტიპი ” აღინიშნება სპეციალური კონტეინერის აბრევიატურა „ სკ ”.

3.თუ ტექნიკური პირობებით დადგენილი არ არის გარკვეული ტიპისა და ბრუტო წონის სპეციალიზებული კონტეინერების განლაგება-დამაგრების მოთხოვნები, ზედნადებში ტვირთგამგზავნი აღნიშნავს, რომ კონტეინერი განლაგებული და დამაგრებულია დამტკიცებული ნახაზის შესაბამისად.

4.საფრთხეშემცველი ტვირთის სპეციალიზებულ კონტეინერებში გადაზიდვის ან გადაზიდვის შემდეგ ცარიელი სპეციალიზებული კონტეინერების დაბრუნებისას, გადაზიდვის საბუთები შეივსება რკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.

5.თუ ცარიელი სპეციალიზებული კონტეინერები გადაიზიდება სავაგონო ან მცირე გზავნილებით, ზედნადებში აღინიშნება სპეციალიზებული კონტეინერის აბრევიატურა და ყველა ცარიელი კონტეინერის საერთო წონა.

6.საქართველოდან მიმავალ სპეციალიზებულ კონტეინერებზე შეივსება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შეთანხმების” ზედნადები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1217151206746796766619313115425¹ (…166
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსისაქართველოს საჰაერო კო…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა