“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 193

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თითეული დატვირთული ან ცარიელი ავტომატარებლის (კონტრეილერის) გადასაზიდად ტვირთგამგზავნმა უნდა წარადგინოს დადგენილი წესით შევსებული გუ-29კ ფორმის ზედნადები. თანხლების გარეშე მომავალ დატვირთულ ავტომატარებლებსა და კონტრეილერებზე შევსებული ზედნადები წარდგენილ უნდა იქნეს ძარაში მათავსებულ ტვირთზე გამოწერილ საავტომობილო ზედნადებთან ერთად.

3.ავტომატარებლებისა და კონტრეილერების სარეგისტრაციო ნომრები და ბრუტოს ნომინალური მასა აღინიშნება ზედნადების იმ გრაფაში, სადაც გათვალისწინებულია ნიშანდების კოდებისა და კონტრეილერების ბრუტო მასის აღნიშვნა.

4.ზედნადების გრაფაში „გაგზავნის სახეობა” აღინიშნება: ა) „ამლ” – გადასაზიდად ავტომატარებლის წარდგენისას; ბ) „კტრ” – გადასაზიდად კონტრეილერის წარდგენისას.

5.ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” აღინიშნება ძარაში განლაგებული ტვირთის დასახელება, რომელიც ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს საავტომობილო ზედნადებში გაკეთებულ ჩანაწერს, ხოლო ზედნადების სხვა გრაფები შეივსება ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესის შესაბამისად.

6.ავტომატარებლებისა და კონტრაილერების საერთაშორისო გადაზიდვის დოკუმენტები ფორმდება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნათა დაცვით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15121912012167467667316619419525¹ (…193
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსიგადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა