1.ტვირთი, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს პაკეტის სახით, გადასაზიდად წარდგენილი უნდა იყოს სატრანსპორტო პაკეტებად (შემდგომ – პაკეტი).
2.პაკეტი არის დაპაკეტების საშუალებით ერთმანეთთან დამაგრებული გამსხვილებული სატვირთო ადგილი, რომელიც შედგება ტარაში შეფუთული ან შეუფუთავი ტვირთის ცალ-ცალკე ადგილებისგან და გადაზიდვა-შენახვის პროცესში უზრუნველყოფს: ა) მექანიზებული დატვირთვა-გადმოტვირთვის შესაძლებლობას; ბ) პაკეტის მთლიანობას; გ) სატრანსპორტო, სასაწყობო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შემსრულებელ პირთა უსაფრთხოებას; დ) დახურული, იზოთერმული ვაგონებისა და კონტეინერების ტვირთამწეობისა და ტევადობის რაციონალურ გამოყენებას, ხოლო ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადაზიდვისას – დატვირთვის გაბარიტის სრულ გამოყენებას; ე) მდგრადობას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, პაკეტების დამაგრებას, განივი და გრძივი გადაადგილებისგან დასაცავად გადაზიდვის პროცესში; ვ) მატარებლის უსაფრთხო მოძრაობას.
3.ტვირთი ღია მოძრავ შემადგენლობაზე სატრანსპორტო პაკეტებად გადაიზიდება ღია მოძრავ შემადგენლობაზე ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.

