საზღვაო კოდექსი

მუხლი 164¹

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ თავის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გადამყვანი − პირი, რომელმაც დადო ან რომლის სახელითაც დაიდო მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულება ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ახორციელებს თვითონ თუ გადაყვანის განმახორციელებლის მეშვეობით; ბ) გადაყვანის განმახორციელებელი − პირი (გარდა გადამყვანისა), რომელიც არის გემის მესაკუთრე, დამფრახტავი ან ოპერატორი და რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს; გ) გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს − გადაყვანის განმახორციელებელი ან, თუ გადამყვანი ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ტვირთის გადაზიდვას, − გადამყვანი; დ) ბარგი − საგანი ან ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის გადაზიდვასაც ახორციელებს გადამყვანი გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა: დ.ა) იმ საგნისა ან ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის გადაზიდვაც ხორციელდება საფრახტო ხელშეკრულების, კონოსამენტის ან იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ძირითადი მიზანია საქონლის გადაზიდვა; დ.ბ) ცოცხალი ცხოველისა; ე) კაიუტაში არსებული ბარგი − ბარგი, რომელიც განთავსებულია მგზავრის კაიუტაში ან სხვაგვარად იმყოფება მგზავრის მფლობელობაში ან მისი მეთვალყურეობის ან კონტროლის ქვეშ, აგრეთვე ბარგი, რომელსაც მგზავრი თავის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ან თავის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ინახავს, გარდა ამ კოდექსის 175-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ვ) ინციდენტი − გემის ჩაძირვა, გადაყირავება, მეჩეჩზე დაჯდომა ან სხვა გემთან შეჯახება, გემზე მომხდარი აფეთქება ან ხანძარი, გემის ხარვეზი. საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4944 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. თავი IX. ხელშეკრულება მგზავრისა და ბარგის საზღვაო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ (მგზავრი და ბარგი)

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 29 ნოე. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 ივნ. 1997 – 29 ნოე. 2019 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 1 ოქტ. 2019

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22117544¹16511468666863222164¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სამოქალაქო…ტრანსპორტის სფეროს მარ…მეზღვაურთა შრომის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა