“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 195

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გადასაზიდად დატვირთული ან ცარიელი ავტომატარებლებისა და კონტრეილერების მიღებისას მათი ყველა უწესივრობა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის რკინიგზის პერსონალსა და ტვირთის შენახვას (კაბინის შუშის დაზიანება, ფარების უქონლობა და სხვ.), ტვირთგამგზავნის (მძღოლ-ექსპედიტორის) მიერ აღინიშნება ზედანადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები”.

2.თუ ზედნადებში არ არის საკმარისი ადგილი ავტომატარებლებისა და კონტრეილერების უწესივრობათა ჩამოსათვლელად, ტვირთგამგზავნი (მძღოლ-ექსპედიტორი) თავის შტემპელიან ფურცელზე (ბლანკზე) 4 ეგზემპლარად ჩამოწერს ნაკლოვანებებს და აწერს ხელს ამ ნუსხას. ამ შემთხვევაში, თითოეულ ეგზემპლარზე აღინიშნება ზედნადების ნომერი და სადგურის კალენდარული შტემპელი. ნუსხის ერთი პირი თან ერთვის ზედნადებს, მეორე, ტვირთის მიღების ქვითართან ერთად, ბარდება ტვირთგამგზავნს (მძღოლ-ექსპედიტორს), მესამე რჩება გაგზავნის სადგურს, ხოლო მეოთხე პირი იდება ავტომობილის ან კონტრეილერის ძარაში. ამ შემთხვევაში, ზედნადების მე-4 გრაფაში აღინიშნება: „უწესივრობათა ნუსხა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის რკინიგზის პერსონალს და გადაზიდვას, თან ერთვის” და „ძარაში ტვირთის განლაგება არ ემუქრება რკინიგზით გადაზიდვის უსაფრთხოებას”.

3.დაუზიანებელი საკეტ-საპლომბი მოწყობილობის მქონე ავტომატარებლები და კონტრეილერები დანიშნულების სადგურში გაიცემა ვიზუალური დათვალიერებით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
151214131366676674673194193549 (და…195
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა