“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 197

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მალფუჭებად ტვირთს განეკუთვნება ტვირთი, რომელიც რკინიგზით გადაზიდვისას მოითხოვს მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან დაცვას, მოვლას ან სვლის გზაზე განსაკუთრებულ მომსახურებას.

2.მალფუჭებადი ტვირთის ნუსხა, აგრეთვე თერმულ-ტექნოლოგიური დამუშავებისა და წლის პერიოდის კვალობაზე მისი გადაზიდვის ზღვრული ვადები მოცემულია ამ წესების დანართში.

3.მალფუჭებადი ტვირთი გადაიზიდება იზოთერმულ ვაგონებში (სარეფრიჟერატორო ვაგონი, ვაგონ-თერმოსი, ცისტერნა-თერმოსი, იზოთერმული ვაგონ-ცისტერნა), დახურულ ვაგონებში, უნივერსალურ და სარეფრიჟერატორო კონტეინერებში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
201714267208268197
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა