1.მოძრავ შემადგენლობაზე იმ მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ წესის დანართში, დაიშვება განსაკუთრებული პირობებით, რომლებსაც ადგენს რკინიგზა, დაინტერესებულ ტვირთგამგზავნთან და ტვირთმიმღებთან ერთად. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში ტვირთის ხარისხისა და ბუნებრივი თვისებების შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა რკინიგზას არ ეკისრება.
2.განსაკუთრებული პირობებით, აგრეთვე, გადაიზიდება ის მალფუჭებადი ტვირთი, რომლის მდგომარეობა და შეფუთვა არ შეესაბამება სტანდარტებსა და ტექნიკურ პირობებს, რის გამოც იგი შეიძლება გადაიზიდოს დადგენილი ზღვრული ვადების გადამეტებით.
3.თუ რკინიგზას არა აქვს ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაზიდვის პროცესში შესაძლებელია ტვირთგამგზავნის მიერ მოთხოვნილი ტემპერატურელი რეჟიმის ან გადაზიდვის სხვა პირობების დაცვა, რკინიგზას უფლება აქვს, არ მიიღოს ტვირთი გადასაზიდად. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2005 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №1-1/1107 – სსმ III, №132, 11.11.2005წ., მუხ.1463

