1.მალფუჭებადი ტვირთის გადასაზიდად გამოიყენება იზოთერმული და დახურული ვაგონები ან სარეფრიჟერატორო და უნივერსალური კონტეინერები.
2.სარეფრიჟერატორო ვაგონში, რომელსაც მიეკუთვნება სარეფრიჟერატორო სექცია და ვაგონი, გადაიზიდება ამ წესებით გათვალისწინებული მალფუჭებადი ტვირთი.
3.თერმოს-ვაგონებში გადაიზიდება თერმულად დამზადებული მალფუჭებადი ტვირთი 10 დღეზე მეტი შენახვის ვადით.
4.ხილ-ბოსტნეული, როგორც ბიოლოგიური სითბოს გამომყოფი, თერმოს-ვაგონებში არ გადაიზიდება.
5.თერმოს-ვაგონებში გადასაზიდი მალფუჭებადი ტვირთის ნუსხას და გადაზიდვის პირობებს ადგენს რკინიგზა.
6.იზოთერმულ ვაგონ-ცისტერნებში ან თერმოს-ცისტერნებში გადაიზიდება ღვინო და ღვინო მასალა, ტვირთგამგზავნთა ან ტვირთმიმღებთა გამყოლების თანხლებით.
7.რძე გადაიზიდება რძის ცისტერნებში.

