“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 208

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის სიჩქარეს ირჩევს და ზედნადებში აღნიშნავს ტვირთგამგზავნი. ეს წესი არ ვრცელდება ამ ტვირთის გადაზიდვისას იზოთერმულ ვაგონებში‚ რომელიც მხოლოდ დიდი სიჩქარით ხორციელდება.

2.გადაზიდვის ვადის ან სარეფრიჟერატორო ვაგონში ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით მიტანილი მალფუჭებადი ტვირთის გაცემისას დანიშნულების სადგურში‚ რკინიგზა ვალდებულია‚ შეამოწმოს მისი მდგომარეობა‚ წონა და ადგილების რაოდენობა.

3.სარეფრიჟერატორო ვაგონში, გარკვეული ტემპერატურული რეჟიმის დაცვით გადაზიდული მალფუჭებადი ტვირთის გაფუჭებისას დგება კომერციული აქტი‚ რომელსაც თან უნდა დაერთოს მომსახურე ბრიგადის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ამონაწერი გზაში ტემპერატურული რეჟიმის ჟურნალიდან.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17201510676197211267208
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საავტომობილო ტრანსპორტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა