“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 49

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.აკრძალულია გადაზიდვის გაფორმება ერთი გადაზიდვის საბუთით, თუ: ა) სხვა ტვირთთან ერთად გამყოლის გარეშე გადაიზიდება მალფუჭებადი ტვირთი; ბ) გადაიზიდება ტვირთი, რომლის თვისებების გამო აკრძალულია მისი გადაზიდვა ერთ ვაგონში სხვა ტვირთთან ერთად. გ) ტვირთი, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვას გადაიზიდება იმ ტვირთთან ერთად, რომელიც ამგვარი ზომების დაცვას არ მოითხოვს; დ) ტვირთი, რომელიც მოითხოვს სანიტარიული, ვეტერინარული და სხვა განსაკუთრებული ზომების დაცვას გადაიზიდება იმ ტვირთთან ერთად, რომელიც ამ ზომების დაცვას არ მოითხოვს; ე) გადაიზიდება შენახვის სხვადასხვა ვადის მქონე ტვირთი, თუ იგი არ გადმოსატვირთად იგზავნება არასაერთო სარგებლობის ადგილებში.

2.ტვირთგამგზავნის თხოვნით რკინიგზას შეუძლია ზედნადები შეავსოს ხელშეკრულების შესაბამისად. ამ შემთხვევაში ზედნადებს ხელს აწერს ტვირთგამგზავნი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
171549142674676691198146794649
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საგზაო მოძრაობის შესახ…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა