1.გადასაზიდად წარდგენილი მალფუჭებადი ტვირთი უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიული დოკუმენტებით დაწესებულ მოთხოვნებს.
2.მალფუჭებადი ტვირთი გადაიზიდება შემდეგი სახის სატრანსპორტო ტარით: ა) ხის, ფირფიცრის, მუყაოს, პოლიმერული ყუთებითა და ხონჩა-ყუთებით; ბ) კასრებით; გ) ტომრებით; დ) ბადეებით; ე) ბიდონებით; ვ) მათარებით; ზ) სპეციალიზიბული ქვეშებით.
3.მალფუჭებადი ტვირთის გადასაზიდი ტარა უნდა იყოს წესივრული, სუფთა და უზრუნველყოფდეს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვას და დაწყობას მექანიზირებული საშუალებებით.

