“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 203

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გადასაზიდად მალფუჭებადი ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ გადაზიდვის საბუთებთან ერთად‚ გაგზავნის სადგურს წარუდგინოს ტვირთის ხარისხის დამადასტურებელი საბუთი და მიუთითოს ზედნადებში მისი დასახელება‚ ნომერი‚ გაცემის თარიღი და ტვირთის ტრანსპორტაბელობის ვადა.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საბუთთან ერთად ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ წარმოადგინოს: ა) ხილბოსტნეულის გადაზიდვისას – ტოქსიკური ნივთიერების და პესტიციდების შემცველობის საბუთი; ბ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და სასურსთო ნედლეულის გადაზიდვისას – ვეტერინარული მოწმობა ან სერტიფიკატი; გ) საკარანტინო ზონიდან ხილ-ბოსტნეულის, ცოცხალი მცენარეულის‚ სათესლე და სარგავი მასალის საექსპორტო-საიმპორტო გადაზიდვისას – ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი.

3.დაფასოებულ მინერალურ წყალსა და ღვინოზე ხარისხის საბუთების წარმოდგენა არ არის სავალდებულო.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
191812012767667967420420021112071203
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა