1.კასრებს განალაგებენ ვერტიკალურად დასაგმანი ძროთი‚ ერთ ან რამდენიმე იარუსად, მილისით მაღლა‚ ან აწყობენ ჰორიზონტალურად‚ თუ მილისი გვერდიდან არის განლაგებული. კასრების განლაგებისას რამდენიმე იარუსად, სავალდებულოა შუასადებების გამოყენება.
2.200 დმ 3 -ზე მეტი ტევადობის კასრები უნდა დაიწყოს შუასადებზე, რომლის სისქე სულ ცოტა 2,5 სმ, სიგანე 15-20 სმ, სიგრძე კი, კასრების უდიდესი დიამეტრის სიგრძის შესაბამისია.
3.იზოთერმულ ვაგონებში კასრების შესაგორებლად იატაკის ცხაურებზე სავალდებულოა ფიცრების დაფენა ან დაფის დაგება.
4.იზოთერმულ ვაგონებში, აკრძალულია, 400 დმ 3 -ზე მეტი, ხოლო კონტეინერებში, – 100 დმ 3 -ზე მეტი ტევადობის კასრების ჩატვირთვა.
5.დატვირთვის თითოეულ იარუსზე და რიგში დაწყობილი უნდა იყოს ერთნაირი ზომის და ტიპის კასრები. თუ ერთნაირი ზომის კასრების რაოდენობა ვერ ავსებს ვაგონის (კონტეინერის) სრულ ტევადობას, ერთგვაროვნების პრინციპი გათვალისწინებული უნდა იქნეს კასრების იარუსებად დაწყობისას. ამ შემთხვევაში, პირველ იარუსზე იწყობა უფრო მძიმე კასრები.
6.დახურულ ვაგონებში და უნივერსალურ კონტეინერებში ზამთრის პერიოდში გადაზიდვისას, კასრში შეუვსებელი უნდა დარჩეს მისი ტევადობის 10 - 15%, რის თაობაზეც ტვირთგამგზავნი ვალდებულია, მი უ თითოს ზედნადების შესაბამის გრაფაში.

