“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 216

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პაკეტები იზოთერმულ ვაგონებში ქვეშზე იდება იატაკის ცხაურებზე, ხოლო დახურულ ვაგონებში (კონტეინერებში) – იატაკზე.

2.თუ პაკეტიანი ქვეშის სიმაღლე 110 სმ-ს არ აღემატება, პაკეტებს აწყობენ ორ იარუსად, ხოლო თუ სიმაღლე უფრო მეტია – ერთ იარუსად.

3.ქვეშებზე, რომლებზეც თერმოშეკლებადი პოლიმერული აფსკია გადაჭიმული, პაკეტების პირველ და მეორე იარუსებს შორის, დაცურების თავიდან ასაცილებლად, ჩაეფინება მუყაოს შუასადები. კართშორის სივრცეში პაკეტებს ქვეშებზე აყენებენ ერთ იარუსად, ვაგონის ნებისმიერი კარებიდან მათი მექანიკური გადმოტვირთვის უზრუნველსაყოფად.

4.180 სმ-ზე მეტი სიმაღლის პაკეტები გადასაზიდად არ მიიღება. ქვეშები იწყობა გრძივი გვერდით ვაგონის სიგანეზე, ორ-ორი რიგში. ვაგონი უნდა დაიტვირთოს ქვეშების სრული კომპლექტით. პაკეტებს შორის 150 მმ-ზე მეტი მანძილის არსებობისას ისინი უნდა დამაგრდეს.

5.ტვირთის ორ იარუსად განლაგებისას, შტაბელების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მეორე იარუსის განაპირა პაკეტები, კარშორის სივრცესთან, მაგრდება წინა რიგის პაკეტებთან მავთულგრეხილით – 4 მმ დიამეტრის ორძაფიანი მომწვარი მავთულით ან განმბჯენებით.

6.პაკეტის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას, დატვირთვა იზოლირებული ვაგონის იატაკის ცხაურებზე და იატაკზე არ უნდა აღემატებოდეს 1200 კგ., ხოლო დახურული ვაგონისა – 1500 კგ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
141520214223177194618 (დ…216
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…ტერიტორიების გამოყენებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა