“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 223

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მალფუჭებადი ტვირთი იმ ყუთებში, რომელთა დატვირთვის სიმაღლე ამ წესებით არ არის განსაზღვრული, იწყობა ისეთ სიმაღლემდე, რომ ჩატვირთული ტვირთის მასა არ სცილდებოდეს ვაგონის ტრაფარეტულ ტვირთამწეობას. ტვირთის შტაბელის ზედა მხარესა და უმოწყობილობო ვაგონის ჭერს შორის უნდა რჩებოდეს სულ ცოტა 70 სმ. ზომის შუალედი თუ ვაგონში არის ჰაერსადენები და კაკვებიანი კოჭები, მათსა და ტვირთს შორის მანძილი არ უნდა იყოს 40 სმ-ზე ნაკლები. ასეთი სატვირთო ადგილების განლაგება კართშორის სივრცეში, საჭიროებისას, დაიშვება ვაგონის გასწვრივ, გარდიგარდმო ან დიაგონალზე კარის ღიობებში ორი ზედა იარუსის სიმაღლეზე ფიცრების შტაბელის დაყენებით, რაც უზრუნველყოფს ტვირთის კარზე მიბჯენასა და მთელი შტაბელის მდგრადობას.

2.ადგილიდან დაძვრის თავიდან ასაცილებლად, არ დაიშვება ყუთების საფეხურისებრი არასრულრიგოვანი დაწყობა ზედა იარუსებში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14201710712912521721233194644 (დ…223
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…საზღვაო კოდექსიტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა