“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 231

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სუბპროდუქტი (თავი, ენა, ტვინი, დრუნჩი, ფეხი, გული, ფილტვები, ჯიგარი, თირკმელი, ყურები, კუდი, კუჭი, ელენთა, ცური) სასურსათო მიზნებისთვის გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ გაყინულ მდგომარეობაში და ტემპერატურა ქსოვილის სიღრმეში არ უნდა იყოს მინუს 12 გრადუსზე მეტი.

2.სუბპროდუქტი იფუთება მუყაოს ყუთებში, იზოთერმულ მუყაოს კონტეინერებში ან ქაღალდის ტომრებში.

3.სუბპროდუქტი უნდა იყოს ახალი, სუფთა, არ უნდა ეტყობოდეს გაფუჭების ნიშნები. თავ-ფეხი და ყურები გადაიზიდება დაფუფქული (შეტრუსული) სახით და უბეწვოდ.

4.ვეტერინარული სამსახურის ნებართვით დაიშვება პირუტყვის საკვებად განკუთვნილი დაბრიკეტებული გაყინული სუბპროდუქტის უტაროდ გადაზიდვა, ვაგონის იატაკზე და კედლებზე, დატვირთვის სიმაღლეზე, ქაღალდის გაკვრის პირობით.

5.სუბპროდუქტის გადაზიდვისას, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, მიუთითოს გამგზავნის გრაფაში „განსაკუთრებული განცხადებებისა და აღნიშვნები”: „სუბპროდუქტები განკუთვნილია სასურსათო მიზნებისათვის ან პირუტყვის საკვებად“.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1845503322629223225² (…57¹10¹7031231
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…სურსათის/ცხოველის საკვ…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…სააღსრულებო წარმოებათა…ადამიანის ორგანოთა გად…ბავშვთა ბუნებრივი კვებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა