“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 292

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რქა, ჩლიქი და ძვალი გადასაზიდად წარდგენილ უნდა იყოს რბილ ტარაში, რბილი ნაწილებისგან, ჭუჭყისგან გასუფთავებული და გამომშრალი. შეუფუთავი, გაუმშრალი რქა, ჩლიქი და ძვალი გადასაზიდად არ მიიღება.

2.რქის, ჩლიქის და ძვლის უტაროდ გადაზიდვა დაიშვება დახურულ ვაგონებში ან კონტეინერებში.

3.ზამთრის პერიოდში დასაშვებია რბილი ქსოვილებისგან გასუფთავებული გაყინული რქის, ჩლიქისა და ძვლის გადაზიდვა დახურულ ვაგონში, თუ ჰაერის ტემპერატურა არ აღემატება მინუს 5 გრადუსს და, თუ არსებობს ტვირთმიმღების თანხმობა ამგვარ გადაზიდვაზე. ამ შემთხვევაში, ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები” ტვირთგამგზავნი მიუთითებს „ნედლი ძვლის (რქის, ჩლიქის) გაყინულ მდგომარეობაში გადაზიდვა შეთანხმებულია ტვირთმიმღებთან”.

4.სასურსათო და ძეხვეულის ძვალი გადაიზიდება მხოლოდ მყარ ტარაში (ყუთი, კასრი). ძვლის გადაზიდვისას ვეტერინარულ მოწმობაში (სერტიფიკატში) მითითებული უნდა იყოს მისი წარმოშობა (სასურსათო, ძეხვეულის, საველე).

5.აკრძალულია სასურსათო და ძეხვეულის ძვლის გადაზიდვა საველესთან ერთად, აგრეთვე საველე ძვლის გადაზიდვა წვრილმანი გზავნილებით.

6.არ დაიშვება საველე ძვლის, ჩლიქისა და რქის ვაგონებში ჩატვირთვა, გადმოტვირთვა და შენახვა საერთო სარგებლობის ადგილებში. ამ ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა ნებადართულია უშუალოდ ავტოტრანსპორტიდან ვაგონში და ვაგონიდან ავტოტრანსპორტზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
175341125294231226292
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა