1.მცენარეული ზეთი პეტ-ბოთლებში გადაიზიდება გოფრირებულ მუყაოს ყუთებში ჩაწყობით ან რამდენიმე ბოთლის ბლოკების სახით, რომლებსაც შემოკრული აქვს პოლიმერული თერმოშეკლებადი აფსკი. ბლოკები ჩამოყალიბებული უნდა იყოს პაკეტებად და დაიწყოს ქვეშზე, ჰორიზონტაულ რიგებსშუა სადებების დატანებითა და მკვრივი პოლიმერის აფსკის შემოკვრით. პაკეტების საერთო სიმაღლე, ქვეშის სიმაღლის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს 180 სმ-ს.
2.სხვადასხვა მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის ზღვრული ვადები განსაზღვრულია ამ წესების დანართში.

