“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 272

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მალფუჭებადი ტვირთის წვრილმანი გზავნილი, რომელიც გარკვეულ ტემპერატურულ რეჟიმს მოითხოვს, გადაიზიდება ნაკრებ ავტონომიურ რეფრ ი ჟერატორულ ვაგონებსა და თერმოს-ვაგონებში, ხოლო ტვირთი, რომელიც არ მოითხოვს ტემპერატურული რეჟიმის დაცვას – ნაკრებ დახურულ ვაგონებში, რომლებიც კურსირებენ გაგზავნის ერთი სადგურიდან დანიშნულების ერთ სადგურამდე, რამდენიმე ტვირთმიმღების მისამართით.

2.თუ სარკინიგზო მიმართულების რამდენიმე სადგურში (უბნის) მალფუჭებადი ტვირთი გადასაზიდად სისტემატურად წარედგინება წვრილმან გზავნილებად, რკინიგზა ნიშნავს ნაკრებ-სარიგებელ ვაგონებს.

3.მალფუჭებადი ტვირთის წვრილმანი გზავნილები გადაიზიდება ტარაში.

4.იმ მალფუჭებადი ტვირთის წვრილმანი გზავნილების გადაზიდვის ზღვრული ვადა, რომელიც სპეციალურ მომსახურებას (გაციება, გათბობა, ვენტილირება) საჭიროებს, არ უნდა აღემატებოდეს გადაზიდვის ზღვრულ ვადას, რომელიც დაწესებულია წარსადგენ ტვირთთაგან ყველაზე ნაკლებად მედეგ სავაგონო გზავნილებისთვის.

5.მალფუჭებადი ტვირთის წვრილმანი გზავნილები, რომლებიც არ მოითხოვ ს სპეციალურ მომსახურებას, სავაგონო გზავნილებად გროვდება ტვირთგამგზვანის ან ექსპედიტორის მიერ, ხოლო გადაზიდვისას სპეციალური მომსახურების საჭიროების შემთხვევაში – ტვირთგამგზავნის მიერ.

6.დანიშნულების სადგურში წვრილმანი გზავნილების გაცემას ახორციელებს ექსპედიტორი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
172026273197208272
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა