“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 285

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთი რკინიგზით გადასაზიდად მიიღება მხოლოდ ვაგონის (კონტეინერის) წვრილმანი გზავნილის თანმხლები დოკუმენტაციით: მე-2 და მე-3 ფორმების ვეტერინარული მოწმობით ან მე-5 ფორმის (ბ, დ, ე) ვეტერინარიული სერტიფიკატით.

2.ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებული საექსპორტო-საიმპორტო ან სატრანზიტო ტვირთი გადაიზიდება ვეტერინარული მოწმობის თანხლებით, ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალური წერილობითი ნებართვის საფუძველზე. ვეტერინარიულ მოწმობას არ საჭიროებს ვეტერინარული ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების გადაზიდვა.

3.ვეტერინარული სერტიფიკატი, მოწმობა ან ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის წერილობითი ნებართვა, რომელშიც გარკვევით არ არის შეტანილი ყველა სათანადო მონაცემი, შევსებულია განსხვავებული მელნით, შრიფტით, სხვადასხვა პირის მიერ ან აქვს შესწორებები, მიიჩნევა ბათილად და ამ დოკუმენტებით ტვირთი გადასაზიდად არ მიიღება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1482024674142872892969 (და…31 (დ…12 (დ…285
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სამოქალაქო…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა