“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 289

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური გამოავლენს საქვეკონტროლო ტვირთს, რომელიც გადაიზიდება თანმხლები ვეტერინარიული დოკუმენტაციის გარეშე, ან თუ გაჩნდა დასაბუთებული ეჭვი ამ ტვირთის კეთილსაიმედოობის თაობაზე, ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნით ტვირთის გადაზიდვა შეიძლება შეჩერდეს და შემდგომ გაგრძელდეს მხოლოდ მისივე ნებართვით.

2.სვლის გზაზე დათვალიერების მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი გადაზიდვის შეჩერების მოთხოვნას წარუდგენს იმ სადგურს, სადაც იმყოფება ტვირთი.

3.გადაზიდვის შეჩერებისას, სადგური, ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელის თანდასწრებით, ადგენს საერთო ფორმის აქტს, რომელშიც აღინიშნება გადაზიდვის შეჩერების მიზეზი და მის აღმოსაფხვრელად მიღებული ზომები. აქტის ასლი თან დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს, რის თაობაზედაც სადგურს შეაქვს აღნიშვნა „რკინიგზის აღნიშვნების” გრაფაში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20282611631728828772 (დ…2 (და…9 (და…8 (და…10289
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საზღვაო კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სარკინიგზო…მიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა