“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 296

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ყველა სახეობის ცხოველს, მათ შორის, ფრინველს, საბეწვეულო ნადირს, ლაბორატორიულ, ზოოპარკისა და შინაურ ცხოველებს, ზღვის ნადირს, ფუტკარს, თევზს (შემდგომ – ცხოველები) გადასაზიდად წარადგენს ტვირთგამგზავნი, დადგენილი წესით გაცემული ვეტერინარიული მოწმობის საფუძველზე.

2.ვეტერინარიული მოწმობის, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვისას – ასევე ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის წერილობითი ნებართვის გარეშე, ცხოველთა გადაზიდვა აკრძალულია. აღნიშნული მოწმობა და ნებართვა ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

3.თითოეულ ვაგონზე გაფორმებული ვეტერინარიული მოწმობის პირველი პირი, ვაგონში მოთავსებულ ცხოველთა რაოდენობის მითითებით, თან ერთვის ზედნადებს, ხოლო მეორეს ტვირთგამგზავნი გადასცემს ცხოველთა თანხლებ გამყოლს.

4.ზედნადების გრაფაში „ტვირთგამგზავნის განსაკუთრებული განცხადება და აღნიშვნა“ ტვირთგამგზავნი მიუთითებს ვეტერინარიული მოწმობის თანდართვის შესახებ, მის ნომერსა და გაცემის თარიღის.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15143528628529712¹18²469 (და…107296
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…შინაურ ბინადარ ცხოველთ…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…სურსათის/ცხოველის საკვ…ცხოველთა სამყაროს შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა