1.ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადაზიდვის პროცესში ცხოველები უზრუნველყოს ხარისხიანი საკვებით და საფენით, გადაზიდვის დადგენილი ვადისა და ორდღიანი მარაგის გათვალისწინებით. საკვებისა და საკვები დანამატების ვეტერინარულ-სანიტარიული ხარისხიანობა დადასტურებული უნდა იქნეს ვეტერინარული მოწმობით (სერტიფიკატით).
2.გაგზავნის პუნქტში მინუს 15 გრადუსზე დაბალი ჰაერის ტემპერატურისას ჟენჟოს, დურდოს და სილოსის საკვებად გამოყენება არ დაიშვება.

