1.მატარებლის გაჩერებისას ცხოველებით დატვირთული ვაგონების ნაკელისგან გაწმენდას გამყოლი ახორციელებს მხოლოდ რკინიგზის მიერ განსაზღვრულ სადგურში. ასეთი სადგური უზრუნველყოფს ცხოველებით დატვირთული ვაგონების მოთავსებას მათ გასაწმენდად გათვალისწინებულ ლიანდაგზე.
2.დაავადებული ცხოველების გამოვლენის ან ცხოველთა განსაკუთრებული პირობებით გადაზიდვისას ვაგონების ნაკელისგან გაწმენდა სვლის გზაზე აკრძალულია.

