1.თუ საბაჟო შემოწმებისას ვაგონები (კონტეინერები) გაიხსნა, მასზე ახალი საკეტ-საპლომბი მოწყობილობის დაყენებას უზრუნველყოფს საბაჟო ორგანო, რის შესახებ აღინიშნება გადაზიდვის საბუთებში.
2.საბაჟო ორგანოს მიერ ვაგონების (კონტეინერების) გახსნის შესახებ ფორმდება შესაბამისი აქტი, ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესის თანახმად.
3.საბაჟო შემოწმებისთვის ვაგონების (კონტეინერების) გახსნისა და საბაჟო ორგანოს მიერ ახალი საკეტ-საპლომბი მოწყობილობის დაყენების თაობაზე შეთანხმების ზედნადების 93-ე გრაფაში რკინიგზას შეაქვს შესაბამისი ჩანაწერი, საკეტ-საპლომბი მოწყობილობის ღირებულების მითითებით.
4.კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში დაიშვება ცარიელი ვაგონების (კონტეინერების) დაპლომბვა.

