1.რკინიგზის მიერ ვაგონის ან კონტეინერის გახსნას საკონტროლო შემოწმებისთვის უნდა დაესწროს ტვირთგამგზავნის წარმომადგენელი, რომელიც შემოწმების დამთავრების შემდეგ ხელახლა პლომბავს ვაგონს (კონტეინერს).
2.შემოწმების შედეგის შესახებ დგება საერთო ფორმის აქტი, ტვირთგამგზავნის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით.

