“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 339

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ ღია მოძრავ შემადგენლობაში გადასაზიდი ტვირთის მისამართის შეცვლისას ფორმდება გადაზიდვის ახალი დოკუმენტები, აღნიშვნები, რომლებიც შეტანილია პირვანდელი ზედნადების უკანა მხარის 1-ლ გრაფაში, გადაიტანება გადაზიდვის ახალ დოკუმენტებში, ტვირთის დამაგრებისა და განთავსების სქემის თანდართვით, თუ ისინი დართული ჰქონდა პირვანდელ დოკუმენტებს.

2.თუ ტვირთი მოთავსებულია უწესივრო ვაგონებში (კონტეინერებში) ან უწესივრო მდგომარეობაშია საკეტ-საპლომბი მოწყობილობა, დარღვეულია ტემპერატურული და სავენტილაციო რეჟიმი, მისი მისამართის შეცვლა დაიშვება გზად მდებარე სადგურების აქტებით იმ პირობით, რომ გამოვლენილი ნაკლოვანება აღმოიფხვრება.

3.პირდაპირ შერეული დანიშნულებით გადასაზიდი ან მალფუჭებადი ტვირთის მისამართის შეცვლა ხორციელდება ამ სახეობების ტვირთის გადაზიდვის წესით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
343317142120366674676683207338335339
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა