“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 207

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მალფუჭებადი ტვირთის მისამართის შეცვლა ხდება: ა) პირვანდელ დანიშნულების სადგურებში – ახალი გადაზიდვის საბუთების გაფორმებით‚ ხარისხის შესახებ ახალი საბუთის თანდართვით და ტვირთგამგზავნის მიერ ვაგონზე (კონტეინერზე) ახალი საკეტ-საპლომბი მოწყობილობის დაყენებით; ბ) სვლის გზაზე – გადაზიდვისა და ხარისხის პირვანდელი საბუთებით‚ თუ ტვირთი დანიშნულების სადგურში შეიძლება მიტანილი იქნეს ზედნადებში მითითებული ტრანსპორტაბელობის ვადის გასვლამდე; გ) საექსპორტო-საიმპორტო ტვირთის – პირვანდელი გადაზიდვის საბუთით‚ თუ ზედნადებში მითითებული ტვირთის ტრანსპორტაბელობის ვადა გადის ახალი დანიშნულების სადგურში მიტანის ვადის შემდეგ, ხოლო, თუ ეს ვადა გადის ტვირთის მიტანამდე, ტვირთის მისამართი შეიცვლება გადაზიდვისა და ხარისხის ახალი საბუთების გაფორმებით.

2.იკრძალება მალფუჭებადი ტვირთით დატვირთული ცალკეული ვაგონების მისამართის შეცვლა, თუ ისინი ჩართულია სარეფრიჟერატორო სექციის შემადგენლობაში.

3.იმ ტვირთის მისამართის შეცვლა‚ რომლის გადაზიდვისას დარღვეულია მიტანის ვადა‚ გადაზიდვის ტემპერატურული რეჟიმი‚ ვენტილირების წესი და გადაზიდვის სხვა პირობები‚ რასაც შეიძლება მოჰყვეს ტვირთის ხარისხის დაქვეითება‚ აგრეთვე ამ ტვირთის გადაზიდვა დაზიანებული ან გზად მდებარე სადგურების საკეტ-საპლომბი მოწყობილობით ნებადართულია ამ დარღვევების აღმოფხვრისა და ახალი ხარისხის საბუთის გაცემის პირობით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24363415314267667468033933521171207
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსისაქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა