1 სპეციალიზებულ მოძრავ შემადგენლობაში ჩასხმით და დაყრით ან ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამყოლის თანხლებით გადასაზიდი ცხოველური წარმოშობის ნედლი პროდუქტების, საფრთხეშემცველი, მალფუჭებადი ან არაგაბარიტული ტვირთის საერთო სარგებლობის ადგილებში ვაგონებსა და ავტომობილებში ჩატვირთვა-გადმოტვირთვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვას, წვრილმანი გზავნილებით მიტანილი ტვირთის გარდა, რკინიგზა ახორციელებს ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების წერილობითი თანხმობით.
3.საერთო სარგებლობის ადგილებში გასაცემი მალფუჭებადი ტვირთის სარეფრიჟერატორო ვაგონებიდან და სარეფრიჟ ერ ატორო კონტეინერებიდან გადმოცლა ტვირთმიმღების მიერ დაიშვება უშუალოდ ვაგონიდან (კონტეინერიდან) ავტოტრანსპორტზე.
4.საერთო სარგებლობის ადგილებში უსაბუთო მალფუჭებადი ტვირთის ჩამოტვირთვა სარეფრიჟერატორო ვაგონებიდან (კონტეინერებიდან) ნებადართულია მხოლოდ მისი გადაცემისას უშუალოდ ვაგონიდან (კონტეინერიდან) ავტოტრანსპორტზე, რეალიზაციის პროცესში.
6.ამ მუხლით განსაზღვრული ტვირთისთვის, გარდა უსაბუთო ტვირთისა, დგინდება საერთო სარგებლობის ადგილებში შენახვისა და სადგურიდან ტვირთმიმღების მიერ გატანის შემდეგი ზღვრული ვადა: ა) 6 საათი – ცოცხალი, მოჭრილი ყვავილებისთვის; ბ) 12 საათი – ქორფა ბოსტნეულის (კომბოსტოს, კარტოფილის და ჭარხლის გარდა), მოჭრილი მცენარეების, ახალი ხილისა და კენკრასთვის; გ) 1 დღე-ღამე – მოსახმარად გამზადებული ზუთხის, ორაგულის და სხვა სახეობის თევზების ხიზილალისთვის, კარტოფილის, სუფრის ჭარხლის, ახალი კომბოსტოს, ტარაში მოთავსებული ბაღჩეულის, ცხოველთა ცხიმის და ქონის, უალკოჰოლო სასმელების, მინერალური წყლის, ღვინის სპირტის, პურფუნთუშეულის ნაწარმის, გამოუყვანელი ტყავის და ბეწვეულის, ტარაში მოთავსებული არაორგანული და ორგანული ქიმიის პროდუქციისათვის; დ) 2 დღე-ღამე – სარეფრიჟერატორო ვაგონებში ან სარეფრიჟერატორო კონტეინერებში მიტანილი მალფუჭებადი, დამარილებული და დაკონსერვებული ტვირთისთვის, ბოსტნეულის, სოკოს, ხილის და კენკრ ი ს მარინადისთვის, ცოცხალი მცენარეების (მოჭრილის გარდა), სასურსათო კვერცხის, კონსერვისა და წვენისთვის, აგრეთვე ამ მუხლით განსაზღვრული მალფუჭებადი ტვირთისათვის, რომელიც მიტანილია დახურულ ვაგონებში ან უნივერსალურ კონტეინერებში; ე) 3 დღე-ღამე – შეფუთული მინერალური სასუქის, ლელქაშის, ლერწის, ხრალის, ნეჭის, წკნელის, ნამჯისა და სხვა მსგავსი მასალის ნაწარმისთვის (დაწნული ავეჯის გარდა), დაპაკეტებული უტილ-ნედლეულისა და ბრიკეტებად დაწნეხილი ხის ბურბუშელისთვის; ვ) 5 დღე-ღამე – ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ტვირთისთვის, მალფუჭებადი და პირადი (საყოფაცხოვრებო) საჭიროებისთვის განკუთვნილი ტვირთის გარდა.

