“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 206

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რკინიგზა ვალდებულია‚ მალფუჭებადი ტვირთის დასატვირთად წარმოადგინოს გამართული და ვეტერინარიულ-სანიტარიული მოთხოვნების შესაბამისი ვაგონები და კონტეინერები. ვაგონების (კონტეინერების) შესაბამისობას ვეტერინარულ-სანიტარიულ მოთხოვნებისადმი განსაზღვრავს სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური.

2.სპეციალიზებული ცისტერნების მომზადებას რძის‚ ღვინისა და სხვა თხევადი სასურსათო ტვირთის გადასაზიდად უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი‚ თუ ცისტერნები რკინიგზამ მას გადასცა ვადიან სარგებლობაში.

3.სხვადასხვა სახეობის მალფუჭებადი ტვირთის ერთობლივი გადაზიდვა ერთ ვაგონში (კონტეინერში) დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში‚ თუ ეს ტვირთი უსუნოა და არ იკარებს სხვა ტვირთის სუნს‚ აქვს გადაზიდვის ერთნაირი პირობები და მომსახურების ხერხი. ამგვარი გადაზიდვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ყველაზე უფრო მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის ვადას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
202837210292679 (და…206
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა