უსაბუთო ტვირთისთვის დგინდება შენახვის შემდეგი ზღვრული ვადა: ა) 12 საათი - ტვირთისთვის, რომლის შენახვის ვადად, ამ წესების 345-ე მუხლის მიხედვით, დადგენილია 6 საათი; ბ) 1 დღე-ღამე – ტვირთისთვის, რომლის შენახვის ვადად, ამ წესების 345-ე მუხლის მიხედვით, დადგენილია 12 საათი; გ) 1 დღე-ღამით გახანგრძლივებული – ტვირთისთვის, რომლის შენახვის ვადად, ამ წესების 345-ე მუხლის მიხედვით, დადგენილია 1 და 2 დღე-ღამე; დ) 5 დღე-ღამით გახანგრძლივებული – ტვირთისთვის, რომლის შენახვის ვადად, ამ წესების 345-ე მუხლის მიხედვით, დადგენილია 3 და 5 დღე-ღამე.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”
მუხლი 346
რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

