“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 378

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ ტვირთი დანიშნულების სადგურში არ იქნა მიტანილი დადგენილ ვადაში‚ ტვირთმიმღები ვალდებულია, წარუდგინოს სადგურს ქვითრის დედანი ან სათანადოდ გაფორმებული ასლი ტვირთის მიღების შესახებ. დანიშნულების სადგური, გაგზავნის სადგურის მეშვეობით, ვალდებულია, დარწმუნდეს ტვირთის მიუტანლობისა და ქვითრის ნამდვილობის ფაქტში. შეკითხვის მიღების შემდეგ ერთი დღე-ღამის ვადაში გაგზავნის სადგური მოვალეა, დანიშნულების სადგურს გასცეს პასუხი ზედნადების ყველა გრაფის მონაცემის მითითებით, ტვირთის გასაგზავნად მიღების დავთრის თანახმად. თუ ტვირთის მიუტანლობის ფაქტი დადასტურდა, დანიშნულების სადგურის უფლებამოსილმა მუშაკმა წარდგენილ ქვითარში უნდა შეიტანოს აღნიშვნა „ტვირთი არ მოსულა“ და დაამოწმოს იგი დანიშნულების სადგურის კალენდარული შტემპელითა და თავისი ხელმოწერით.

2.იმ ტვირთის ძებნას‚ რომელიც ტვირთის მიღების ქვითარში აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიტანილი დანიშნულების ადგილში‚ ტვირთმიმღების განცხადებით აწარმოებს დანიშნულების სადგური.

3.ტვირთის ძებნის მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად ტვირთმიმღები წარმოადგენს ტვირთის მიღების ქვითარს‚ ხოლო მისი უქონლობისას – მიმწოდებლის ანგარიშ-ფაქტურას (დედანს ან ასლს) ან მიმწოდებლის (ტვირთგამგზავნის) დოკუმენტს‚ რომელიც ანგარიშ-ფაქტურის შემცვლელია‚ თუ აღნიშნულ დოკუმენტებში არის მონაცემები ტვირთის გვარეობის‚ გაგზავნის თარიღის‚ გაგზავნისა და დანიშნულების სადგურისა და რკინიგზის‚ იმ ზედნადების ნომრის შესახებ‚ რომლითაც ტვირთი გადასაზიდად ჩაბარდა‚ აგრეთვე ვაგონის (სავაგონო გზავნილის დროს) ან კონტეინერის ნომრის შესახებ, თუ ტვირთი კონტეინერში გაიგზავნა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
262512153676698689697035568352378
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საჰაერო კო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა