“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 352

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რკინიგზა მოვალეა‚ შეატყობინოს ტვირთმიმღებს დანიშნულების სადგურში მისი მისამართით მიტანილი ტვირთის შესახებ ტვირთის მიტანის მომდევნო დღის არა უგვიანეს 12 საათისა.

2.მიტანილი ტვირთის შესახებ შეტყობინების წესსა და ფორმას ადგენს დანიშნულების სადგური. ტვირთმიმღების წინადადებით შეიძლება განისაზღვროს შეტყობინების სხვაგვარი წესი. შეტყობინებისთვის გამოიყენება კავშირგაბმულობის არსებული საშუალებები.

3.შეტყობინების მიღების უზრუნველსაყოფად ტვირთმიმღები გამოყოფს შეტყობინების მიმღებ პასუხისმგებელ პირს‚ რომლის გვარი, ტელეფონის‚ ფაქსის ან ტელექსის ნომერი წერილობით ეცნობება დანიშნულების სადგურს.

4.შეტყობინების გადაცემა რეგისტრირდება სადგურში ტვირთის მიტანის შეტყობინებათა დავთარში.

5.ტვირთის მიტანის შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს შეტყობინების გადაცემის თარიღი და დრო.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2625161451276817026970353357378352
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საჰაერო კო…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა