“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 37

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გადასაზიდი ტვირთის ასაწონად რკინიგზას – საერთო სარგებლობის ადგილებში და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) – არასაერთო სარგებლობის ადგილებში, უნდა ჰქონდეთ საჭირო რაოდენობის საწონი ხელსაწყოები.

2.საწონი ხელსაწყოები ექვემდებარება აუცილებელ შემოწმებასა და დადამღვას სტანდარტის მიხედვით.

3.რკინიგზას შეუძლია, ხელშეკრულების საფუძველზე გაუწიოს ტექნიკური მომსახურება (საუწყებო კონტროლი, რემონტი, საკონტროლო შემოწმება) ტვირთმიმღების, ტვირთგამგზავნისა და სხვა უფლებამოსილ პირთა საწონ ხელსაწყოებს.

4.ტვირთი ვაგონის სასწორზე იწონება გაჩერებულ მოხსნილ ან მოუხსნელ ვაგონში. ტვირთის აწონვა ვაგონის მოძრაობისას დაიშვება საგანგებოდ ასეთი აწონვისათვის განკუთვნილი ვაგონის სასწორით. თხევადი ტვირთით დატვირთული ცისტერნების მოძრაობისას დაუშვებელია აწონვა ურიკების ან ღერძების მიხედვით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1514203035299 (და…37
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა