“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 391

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის თანხმობით, რკინიგზას შეუძლია მისასავლელი ლიანდაგის გამოყენება, მათ შორის‚ სამანევრო სამუშაოების მოწყობისა და ვაგონების დროებითი განლაგებისთვის.

2.შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, რკინიგზას შეუძლია საერთო მოხმარების სარკინიგზო ლიანდაგი გადასცეს სხვა პირს ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში. ამ შემთხვევაში მისი მომსახურება ხორციელდება მისასვლელი ლიანდაგის მომსახურების ანალოგიურად. საერთო მოხმარების სარკინიგზო ლიანდაგით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა შორის იდება ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულება.

3.იმ საერთო მოხმარების სარკინიგზო ლიანდაგის მიმდინარე ტექნიკურ მოვლა-შენახვას, რომელიც დროებით სასყიდლიან სარგებლობაშია გადაცემული, მოსარგებლის ხარჯით, უზრუნველყოფს რკინიგზა.

4.დაკავებული ტერიტორიისა და ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ფრონტის ფარგლებში მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე უზრუნველყოფს მის განათებას და ნაგვისა და თოვლისგან გაწმენდას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31308106134580⁷39240538740397 (და…391
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა