“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 390

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თითოეულ მისასვლელ ლიანდაგს უნდა ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი‚ გეგმა, გრძივი პროფილი და ხელოვნურ ნაგებობათა ნახაზი.

2.ტექნიკურ პასპორტში აღინიშნება რელსის‚ შპალის‚ ბალასტის‚ მიწის ვაკისის‚ ხელოვნური ნაგებობის‚ სასასწორო ხელსაწყოების‚ ვაგონის დასატვირთი‚ გადმოსატვირთი‚ გასაწმენდი‚ გასარეცხი მოწყობილობისა და მექანიზმის‚ სამანევრო მოწყობილობის‚ ჯალამბრის‚ სამრეწველო სადგურის‚ გორაკის‚ ნახევარგორაკის‚ გამწოვი ლიანდაგის‚ სიგნალიზაციის‚ ცენტრალიზაციის‚ ბლოკირების და სამატარებლო-სამანევრო მუშაობისას გამოსაყენებელი კავშირგაბმულობის მოწყობილობის‚ სხვა ხელსაწყოებისა და მექანიზმების ტექნიკური მახასიათებლები. აღნიშნული დოკუმენტაცია, მისასვლელი ლიანდაგის საექსპლუატაციოდ მიღებისას, წარედგინება რკინიგზას მისივე მოთხოვნით.

3.ახალი ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღების ან მისი დახურვის შემდეგ, მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლეს ტექნიკურ პასპორტში შეაქვს შესაბამისი ცვლილება და ტექნიკური პასპორტის ერთ ეგზემპლარს, შეტანილი ცვლილებით, გადასცემს რკინიგზას. რკინიგზა ვალდებულია, ეს ცვლილება ასახოს მომიჯნავე სადგურის ტექნიკურ-განმკარგულებელ აქტში და გააფორმოს მისასვლელი ლიანდაგის უწყისი, რომელიც წარმოადგენს მის დანართს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30318389388397403928 (დ…67²6597390
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…“რკინიგზით ტვირთის გად…საგზაო მოძრაობის შესახ…განსაკუთრებული მნიშვნე…ნაგავსაყრელის მოწყობის…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა