საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

მუხლი 580⁷. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ლიზინგის გამცემისთვის მფლობელობაში დაბრუნება

რედაქცია №140 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, მოითხოვოს ლიზინგის საგნის იძულების წესით მისთვის მფლობელობაში დაბრუნება სააღსრულებო დაწესებულებისთვის ლიზინგის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე, თუ ლიზინგის საგანია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება.

2.სააღსრულებო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის ლიზინგის გამცემისთვის დაბრუნება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით .

3.ლიზინგის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას.

4.ლიზინგის გამცემი, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში დაუბრუნდა ლიზინგის საგანი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის რეგისტრაცია.

5.ლიზინგის გამცემისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის იძულების წესით მფლობელობაში დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები ლიზინგის მიმღებს ეკისრება. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1195 - ვებგვერდი, 14.07.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №91 · ძალაშია 26 ოქტ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ოქტ. 2017 – 1 ნოე. 2017 ტექსტი უცნობია

  2. 24 ივლ. 1997 – 26 ოქტ. 2017 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31883²83¹23309²309⁷309⁶580⁶53580⁸281¹53121580⁷
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საგზაო მოძრაობის შესახ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სარკინიგზო…საავტომობილო გზების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №140 · ბოლოს შემოწმდა