“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 395

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კონტრჰაგენტის მომსახურებისას რკინიგზის ლოკომოტივით‚ კონტრჰაგენტსა და რკინიგზას შორის იდება ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების დადება შესაძლებელია‚ თუ მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე თანახმაა თავის მისასვლელ ლიანდაგზე გაატაროს კონტრაჰგენტის ვაგონები.

2.მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები იდება არანაკლებ 3 წლის ვადით.

3.სადგურის ან რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური აღჭურვილობისა და მუშაობის ტექნოლოგიის შეცვლის შემთხვევაში ხელშეკრულებებში შეიტანება დამატებები და ცვლილებები‚ რომლებიც ფორმდება დამატებითი შეთანხმებით ან იდება ახალი ხელშეკრულება.

4.მისასვლელი ლიანდაგის მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში, მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებებს რკინიგზა დებს მისასვლელი ლიანდაგით ახალ მოსარგებლესთან.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31308106107134396394392394042395
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის შესახ…ტურიზმის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა